კონსერვატიული მოძრაობის ოფისი მესტიაში

მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა

მესტიაში, თამარ მეფის N16-ში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. მას გიორგი რატიანი უხელმძღვანელებს. „კონსერვატიული მოძრაობა“ რეგიონის მასშტაბით საქმიანობას აქტიურად აგრძელებს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.