პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგიური და პოლიტიკური გეგმები

კონსერვატიული მოძრაობის ყრილობა

„პარტიის ამოცანაა, საქართველოში გაბატონებული ლიბერალური იდეოლოგიის დიქტატის დასრულება და ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობისთვის კულტურულად ორგანული და მისაღები დღისწესრიგის დამკვიდრება. აღნიშნულ დღისწესრიგში ჩვენ მოვიაზრებთ ქრისტიანულ დემოკრატიას, ანუ დემოკრატიას, რომლის ფარგლებიც განსაზღვრული იქნება ქრისტიანული მორალის ფუნდამენტური შეხედულებების ბაზაზე. ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის ქვეყნის ინტერესების ობიექტური შეფასება და განსაზღვრა. ჩვენ ასეთად ვხედავთ ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას. ყოველივე ეს დაიყვანება ერთ ძირითად ამოცანამდე, რასაც ქართული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენის ღრმა რწმენით, ამ ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია, უარი ვთქვათ ჩვენთვის თავსმოხვეული ფსევდოიდენტობის მიღების მცდელობებზე და ვიმოქმედოთ „რეალ პოლიტიკის“ ლოგიკით.

ყველა ზემოთაღნიშნული ამოცანის გადაჭრა ობიექტურად გადის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამდენად, ჩვენ აღარ ვაპირებთ ათწლეულები მისტიური ნატოს ღია კარის შესასვლელთან დგომას და დასავლეთის ინტერესებისთვის ჩვენი ქვეყნის საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა! ყველაფერი, რაც აძლიერებს ქრისტიანულ, ქართულ იდენტობას – კარგია, ყველა საერთაშორისო კონტაქტი და კავშირი, რომელიც ამას ხელს უწყობს – აუცილებელი.“

წლების მანძილზე, დასავლური ლიბერალური იდეოლოგიის საქართველოში დამკვიდრების მცდელობამ, სისტემატიური ხასიათი მიიღო. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი, აღნიშნული მცდელობა აგრესიულ რიტორიკაში გადავიდა. ინტერნეტ სივრცეში ლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ გაჟღერებული პოზიციების მქონე ადამიანებმა – ზურაბ მახარძემ, შოთა მარტინენკომ, ირაკლი მარტინენკომ, ემრე ქუჩუკმა, გიორგი ქარდავამ, ძალები გააერთიანეს და ერთობლივად დაიწყეს ბრძოლა, საქართველოში დასავლეთის გავლენის დამყარებისა და ლგბტ ჯგუფების გააქტიურების წინააღმდეგ. ახალგაზრდა კონსერვატორები წერდნენ ვიდეობლოგებს, სადაც იმ საფრთხეებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობდნენ, რომელიც ეტაპობრივად ჩვენი ქვეყნის წინაშე დგებოდა. აღნიშნულ პოზიციებს საქართველოს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის მხრიდან, მხარდაჭერა ჰქონდა, შესაბამისად, ლიბერალური დღისწერიგის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდა კონსერვატორების აუდიტორიაც და ხალხის მხრიდან მხარდაჭერაც იზრდებოდა.

2013 წელს, ლგბტ ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ გეი-პრაიდს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა და გეი-პრაიდის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. შესაბამისად, საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარების პირველივე მცდელობა ჩაიშალა.

Play Video about 2013 17 ივლისი

 კონსერვატიული განწყობების მქონე მოქალაქეებსა და ლგბტ დაჯგუფებებს შორის, ბოლო წლების მანძილზე, იდეოლოგიური ჯახი მიმდინარეობდა. ამ დროისათვის, ჯგუფს საკუთარი მწირი რესურსებით, უკვე ჰქონდა შექმნილი ინტერნეტ-ტელევიზია „ალტ-ინფო“, ფუნქციონირებდა იუთუბ-არხიც, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ და ლიბერალურ დიქტატს უპირისპირდებოდნენ. კონსერვატიული და ლიბერალური იდეოლოგიის დაპირისპირების კუთხით, 2021 წელი, ფაქტობრივად, გარდამტეხი აღმოჩნდა.

ლგბტ დაჯგუფება „თბილისი პრაიდმა“, პრაიდ-კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს გეი-მარშის ჩატარება დააანონსა, რომელსაც „ღირსების მარში“ დაარქვა. გარყვნილების აშკარა და საჯარო პროპაგანდის წინააღმდეგ, 5 ივლისს საქართველოს მოსახლეობამ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა და მხარდამჭერებმა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილი, სადაც გეი-პრაიდი უნდა ჩატარებულიყო, კონსერვატიულად განწყობილმა მოსახლეობამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქციაზე, მონაწილეებმა წმინდა ნინოს ჯვარი მიიტანეს და პარლამენტის წინ აღმართეს.

Play Video about 2021 5 ივლისი

აქციაზე მყოფი ლიბერალური მედიასაშუალებების წარმომადგენლები პროვოკაციულად იქცეოდნენ, ადგილზე შეკრებილ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი, ხოლო 33 პატრიოტი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სრულიად უკანონოდ, კონკრეტული, ობიექტური მტკიცებულებების გარეშე, პატიმრობა მიუსაჯეს.

5 ივლისს აქციაზე მსუბუქად დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ამ ტრაგიკულ ფაქტს კი ლიბერალური მედიასაშუალებები აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, ლაშქარავა ნარკოტიკების მოხმარებისას ზედოზირებას ემსხვერპლა და 5 ივლისს მიღებული ფიზიკური დაზიანებები მის სიკვდილს ვერანაირად ვერ გამოიწვევდა. ამის მიუხედავად, ლიბერალური მედიასაშუალებები 5 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას კატეგორიულად ითხოვდნენ. „ალტ-ინფოს“ ლიდერებისა და 5 ივლისის აქციაზე მყოფი სასულიერო პირების დაკავებას მოითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც მკაფიოდ ლგბტ ჯგუფებისა და დესტრუქციული, დამნაშავე პოლიტიკური პარტიების ინტერესების დამცველია.

Play Video about ნინო ლომჯარია
Play Video about ნინო ლომჯარია

დაიწყო გააფთრებული ბრძოლა კონსერვატიული განწყობების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. თითქმის, ყველა ეთერში ისმოდა სხვადასხვა არასამთავრობოების, პოლიტიკოსების, ე.წ. ექსპერტების მხრიდან „ალტ-ინფოს“ ლიდერების დაკავების კატეგორიული მოწოდებები და მოთხოვნები. ლიბერალურმა პროპაგანდამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

ამ ფონზე, მედიასაშუალება „ალტ-ინფო“, მრავალთვიანი ბრძოლის შედეგად, 2021 წლის 9 სექტემბერს ოფიციალურად გახდა ეროვნული მაუწყებელი და მისი მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. გაჩნდა მოთხოვნილება, შექმნილიყო ძლიერი, მტკიცე, ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ადგილობრივ და საგარეო ასპარეზზე იბრძოლებდა საქართველოს ინტერესების დასაცავად. სწორედ ამიტომ „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. სადამფუძნებლო ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს შედგა, რომელსაც 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად იმავე წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

Play Video about კონსერვატიული მოძრაობა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მაუწყებლობა და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველოს ომი აარიდოს თავიდან, რუსეთთან დიალოგის წარმოებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით, სწორედ „ალტ-ინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობაა“. მიუხედავად ამისა, კოლექტიური დასავლეთის რიგი წარმომადგენლები, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვენ, ხოლო „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის გათიშვას, ფაქტობრივად, პირდაპირ მოითხოვენ

Play Video about კელი დეგნანი
Play Video about პეტრ მიკისკა

ლიბერალურმა ჯგუფებმა „ალტ-ინფოს“ ოფისზე თავდასხმაც სცადეს – რამდენიმე მანქანისაგან შემდგარი კოლონა, ქართულ-უკრაინული დროშების ფრიალით, ოფისთან მივიდა და გაბმული სიგნალებითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებისგან და ოფისში მყოფი „ალტ-ინფოს“ თანამშრომლებისგან სათანადო პასუხი მიიღეს.

Play Video about ლიბერალები ალტ-ინფოს ოფისთან

რაც შეეხება პარტიად დარეგისტრირების შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებს: „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ლგბტ პროპაგანდისტული ღონისძიებების ამკრძალავი კანონპროექტი მოამზადა, რის შესახებაც  პარტიის ლიდერებმა 2022 წლის 10 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე გახდება შესაძლებელი სექსუალური ორიენტაციისა და გეი-პროპაგანდის საჯაროდ დემონსტრირების აკრძალვა.

Play Video about ზურა მახარაძე

ლიბერალურმა ჯგუფებმა მიმდინარე წელსაც მოინდომეს გეი-კვირეულის ჩატარება. აღნიშნული ლგბტ კვირეული 28 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, ხოლო დასკვნითი დღე 2 ივლისი იქნებოდა, რა დროსაც სწორედ მათივე თქმით, „გრანდიოზული გეი-ფესტივალი“ ჩატარდებოდა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა „ალტ-ინფოს“ ეთერის საშუალებით, მოსახლეობას მობილიზებისკენ მოუწოდეს. 1 ივლისის ღამით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, მხარდამჭერებთან ერთად, თბილისში მდებარე მთაწმინდის პარკთან ავიდნენ, სადაც მეორე დღეს ლგბტ ჯგუფებს გეი-ფესტივალის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი. პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული, მშვიდობიანი აქცია გამართეს, რა დროსაც ზურაბ მახარაძე დააკავეს. ასევე, დააკავეს პარტიის ლიდერი ირაკლი მარტინენკო და კიდევ 24 პირი. ყველა მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

რაც შეეხება უშუალოდ 2 ივლისს: პარტიის დანარჩენმა ლიდერებმა – შოთა მარტინენკომ, გიორგი ქარდავამ და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ, ხალხს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდეს, იმ გარყვნილების ფესტივალის გასაპროტესტებლად, რომელსაც მთაწმინდაზე ლგბტ დაჯგუფება მართავდა.

Play Video about 2 ივლისი

საერთო ჯამში, დასავლეთიდან თავსმოხვეული ლიბერალური დღისწერიგის გასაპროტესტებლად, „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტის წინ 15 000 ადამიანი შეიკრიბა. დასავლეთიდან წამოსული ლიბერალური ზეწოლის საპასუხოდ, აქციაზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ნატოს, ევროკავშირისა და ლგბტ დროშები დაწვეს.

2 ივლისის მასშტაბურმა აქციამ, მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოში ლიბერალური დღისწესრიგი ვერადროს დამყარდება და რომ ქვეყანაში ამინდს კონსერვატიული განწყობების მქონე ადამიანების ერთობა ქმნის!