„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები წალენჯიხაში პარტიის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შეხვდნენ

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერები დღეს წალენჯიხის ოფისის ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სამომავლო გეგმები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „ალტ-ინფოს“ ჯგუფი, რეგიონის მასშტაბით საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელებს  ხვდება. „კონსერვატიული მოძრაობა“ ხვალ შეხვედრებს უკვე ზუგდიდის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფთან გამართავს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.
სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.