„კონსერვატიული მოძრაობა“ ხობში პარტიის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შეხვდა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში პარტიის ოფისების დაფუძნებას განაგრძობს. დღეს შეხვედრა შედგა პარტიის ლიდერებსა და ხობის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შორის. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა, ხობის ოფისის პარტიულ ბირთვთან, სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფი დღეს შეხვედრებს წალენჯიხის ადგილობრივი ოფისის, ხვალ კი – ზუგდიდის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფებთან გამართავს.

ცნობისათვის, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები გუშინ აბაშაში იმყოფებოდნენ, სადაც ანალოგიურად, ადგილობრივი ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.
სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.