კონსერვატიული მოძრაობის აბაშის ოფისი

აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მუშაობას შეუდგა

აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მუშაობას შეუდგა. დღეს ადგილზე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარტიის ხელმძღვანელებსა და ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფებს შორის შეხვედრისას საუბარი სამომავლო სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებს შეეხო. რეგიონული ოფისი უკვე დაკომპლექტებულია კადრებით.

პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” აბაშის ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ ცომაიაა.  აბაშაში პარტიის ოფისი თავისუფლების  #75-ში მდებარეობს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.