კონსერვატიული მოძრაობა მარტვილის ოფისი

დღეს, მარტვილში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, მარტვილში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ადგილზე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. კონსტანტინე მორგოშიამ კულტურის სახლში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დამსწრეებმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს და მთავარი ადგილობრივი პრობლემების მოგვარების საკითხებზე პარტიის ხედვები მოისმინეს. მარტვილში რეგიონული ოფისი თავისუფლების #12 ა-ში მდებარეობს. მას ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.