კონსერვატიული მოძრაობის ხობის ოფისის

ხობში დღეიდან ფუნქციონირებას შეუდგა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი

ხობში დღეიდან ფუნქციონირებას შეუდგა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი, რომელიც გამსახურდიას # 2-ში მდებარეობს. ხობში რეგიონულ ოფისს როსტომ კილასონია გაუძღვება.

დღეს, შეხვედრა შედგა პარტიის ლიდერებსა და ხობის ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფს შორის. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა, ხობის ოფისის პარტიულ ბირთვთან, სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.