სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კონსერვატიული მოძრაობის“ 6 რაიონული ოფისი მუშაობას შეუდგა

დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. ეს მუნიციპალიტეტებია: ზუგდიდი, ხობი, აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და მესტია. რეგიონული ოფისები უკვე დაკომპლექტებულია კადრებით.

ზუგდიდის ოფისი გამსახურდიას 32 ნომერში მდებარეობს და მას, გია გულუა უხელმძღვანელებს, ხობში ოფისი გამსახურდიას 2 ნომერში იფუნქციონირებს და მას როსტომ კილასონია გაუძღვება, აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის მისამართია თავისუფლების  #75 და მას ზურაბ ცომაია ხელმძღვანელობს, მარტვილში ოფისი თავისუფლების 12 ა ნომერში მდებარეობს და მას ოთარ დანელია გაუძღვება, წალენჯიხაში პარტიის ოფისი გამსახურდიას N 2-ში გაიხსნა და მას გიორგი ნაჭყებია გაუძღვება, რაც შეეხება მესტიას, აქ ოფისი თამარ მეფის N16-ში მდებარეობს, მას გიორგი რატიანი უხელმძღვანელებს.

დღის განმავლობაში პარტიის ლიდერებმა ოფისების ადმინისტრაციულ ჯგუფებთან შეხვედრები გამართეს, რა დროსაც საუბარი სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებს შეეხო. მარტვილში ოფისის გახსნის გარდა, კონსტანტინე მორგოშიამ მოსახლეობასთან შეხვედრა კულტურის სახლში გამართა. შეხვედრაზე დამსწრეებმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს და მთავარი ადგილობრივი პრობლემების მოგვარების საკითხებზე პარტიის ხედვები მოისმინეს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.