კონსერვატიული მოძრაობის წალენჯიხის ოფისი

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა წალენჯიხაში ფუნქციონირება დაიწყო

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა დღეიდან წალენჯიხაში, გამსახურდიას N 2-ში,  ფუნქციონირება დაიწყო. პარტიის რეგიონულ ოფისს გიორგი ნაჭყებია უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.