კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ზუგდიდში

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს, ზუგდიდში, პარტიული შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს პარტიის ლიდერები ზუგდიდში აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის  პარტიული შტაბების ხელმღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე  სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აღნიშნული რაიონების შტაბები სრულფასოვან მუშაობას 15 იანვრიდან შეუდგებიან. ოფისები შერჩეულია და მათი დაკომპლექტება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.