კონსერვატიული მოძრაობის ზუგდიდის ოფისი

დღეიდან, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა ზუგდიდში მუშაობა დაიწყო

დღეიდან, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ზუგდიდში მუშაობას შეუდგა. ოფისი გამსახურდიას # 32-ში მდებარეობს, რომელსაც გია გულუა უხელმძღვანელებს. რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს პარტიის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

პარტიის ხელმძღვანელებსა და ოფისის ადმინისტრაციულ ჯგუფებს შორის შეხვედრისას საუბარი სამომავლო სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებს შეეხო. რეგიონული ოფისი უკვე დაკომპლექტებულია კადრებით.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.