კონსერვატიული მოძრაობის დაფუძნება

„ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა

„ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. სადამფუძნებლო ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შედგა.

ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა იქნება. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.