პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის 6 მუნიციპალიტეტში ოფისებს ხსნის

დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისებს ოფიციალურად ხსნის და ფუნქციონირებას იწყებს. პირველი ოფისი ზუგდიდში, გამსახურდიას # 32-ში უკვე გაიხსნა, რომელსაც გია გულუა უხელმძღვანელებს. დანარჩენი ოფისები კი, აბაშაში, ხობში, მარტვილში, წალენჯიხასა და მესტიაში გაიხსნება, რომლებიც ასევე დღეიდან ამუშავდება.

დღის განმავლობაში შედგება შეხვედრები პარტიის ლიდერებსა და ოფისების ადმინისტრაციულ ჯგუფებს შორის, სადაც საუბარი სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.

ცინცხალი სტატიები

ყველას ნახვა

ყველას ნახვა

კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის ბრძანება
პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ დმანისში ოფისი დააფუძნა
რუსთავში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი დაფუძნდა
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი ვიდეოკონფერენცია...
„კონსერვატიული მოძრაობა“ უახლოეს ხანში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება...
,,კონსერვატიული მოძრაობა” 21 იანვარს პრესკონფერენციას გამართავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კონსერვატიული მოძრაობის“ 6 რაიონული ოფისი...
დღეს, მარტვილში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა
მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
ხობში დღეიდან ფუნქციონირებას შეუდგა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა წალენჯიხაში ფუნქციონირება დაიწყო
აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მუშაობას შეუდგა