კონფერენცია რუსეთის დუმთან

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი ვიდეოკონფერენცია გამართა

პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესაძლებლობების თემაზე, რუსეთის დუმის დეპუტატებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში ვიდეოკონფერენცია გამართა. პარტიის  ლიდერებმა  ვიდეოკონფერენციისას, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებსა და კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონფლიქტების გადაჭრა სწორედ საუბრის, პოზიციების შეჯერებისა და გარკვეული ტიპის საკითხებზე შეთანხმების მიღწევით უნდა მოხდეს.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ:

„კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე – ზურაბ მახარაძე;

პარტიის გენერალური მდივანი – გიორგი ქარდავა;

მედია-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – შოთა მარტინენკო;

საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი – არჩილ ბუბუტეიშვილი;

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტოლოგთა კლუბის დამფუძნებელი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი – ირაკლი უბილავა;

სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „დსთ“-ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი – ტუროვი არტემ ვიქტორის ძე;

სახელმწიფო დუმის დეპუტატი,  „დსთ“-ის საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის  კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე – კაზბეკ ტაისაევი კი, სხდომას უშუალოდ ესწრებოდა. შესავალი სიტყვა წარმოთქვა ჭაჭია სოფიამ, „დსთ“-ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის სექტორის უფროსმა.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც მათი თქმით, ეტაპობრივად ხელს შეუწყობს ქართულ-რუსულ მხარეს შორის დიალოგის დაწყებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრას.

ცინცხალი სტატიები

ყველას ნახვა

ყველას ნახვა

კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის ბრძანება
პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ დმანისში ოფისი დააფუძნა
რუსთავში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი დაფუძნდა
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი ვიდეოკონფერენცია...
„კონსერვატიული მოძრაობა“ უახლოეს ხანში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება...
,,კონსერვატიული მოძრაობა” 21 იანვარს პრესკონფერენციას გამართავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კონსერვატიული მოძრაობის“ 6 რაიონული ოფისი...
დღეს, მარტვილში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა
მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
ხობში დღეიდან ფუნქციონირებას შეუდგა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა წალენჯიხაში ფუნქციონირება დაიწყო
აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მუშაობას შეუდგა