მწვანე პასპორტები

„კონსერვატიული მოძრაობა“ მწვანე პასპორტების არაკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმების შესახებ კონსტიტუციურ სარჩელს მოამზადებს

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ მწვანე პასპორტების არაკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმების შესახებ კონსტიტუციურ სარჩელს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ეთერში პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრმა ვანო ბიბილეიშვილმა და იურისტმა სერგი ხურციძემ გააჟღერეს.

ვანო ბიბილეიშვილის განმარტებით, ე.წ. კოვიდპასპორტების ფარგლებში ხელისუფლებამ ბევრი ლოგიკას მოკლებული და აბსურდული წესი შემოიღო, ხოლო უმთავრესი პრობლემა ხალხის კასტებად დაყოფაა.

სერგი ხურციძის თქმით, შესაბამის სარჩელს გუნდის იურისტები მოამზადებენ.

„ჩემი, როგორც იურისტის აზრით, მწვანე პასპორტის საფუძველზე ადამიანების სხვადასხვა სივრცეებში არშეშვება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ჩვენს კონსტიტუციასთან. შესაბამისად, „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და მწვანე სტატუსის არაკონსტიტუციურად ცნობა და ამის გაუქმება მოვითხოვოთ“, – აღნიშნა სერგი ხურციძემ.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. ე.წ. მწვანე სტატუსის არმქონე პირებს სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლა ეზღუდებათ.

ცინცხალი სტატიები

ყველას ნახვა

ყველას ნახვა

კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის ბრძანება
პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ დმანისში ოფისი დააფუძნა
რუსთავში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი დაფუძნდა
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი ვიდეოკონფერენცია...
„კონსერვატიული მოძრაობა“ უახლოეს ხანში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება...
,,კონსერვატიული მოძრაობა” 21 იანვარს პრესკონფერენციას გამართავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კონსერვატიული მოძრაობის“ 6 რაიონული ოფისი...
დღეს, მარტვილში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა
მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
ხობში დღეიდან ფუნქციონირებას შეუდგა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა წალენჯიხაში ფუნქციონირება დაიწყო
აბაშაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მუშაობას შეუდგა